ბათუმში, ბაიკერი ჯაბა ჯიბლაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ოჯახის ახლობელმა ირმაკო ნინუამ „ფორტუნას“ დაუდასტურა.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მოულოდნელად გულის პრობლემით გარდაიცვალა.
„გარდაიცვალა ბაიკერი ჯაბა ჯიბლაძე, ბათუმში და ოჯახის თხოვნაა, ვისაც შეგიძლიათ, რომ ბაიკერებით მოხვიდეთ გასაცილებლად, გასვენებაზე. შაბათს 2 საათზე.
მისამართი: წმინდა სევერიან აჭარელის 23″, – ამბობს ირმაკო ნინუა.