LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შეეშვით ივანიშვილთან ღამ-ღამობით სიარულს“ – გუბაზ სანიკიძე

250
2025-05-20_01-21-44_381396

ვიღაცები ჩუმ – ჩუმად ხელისუფლებასთან კომპრომისს აპირებენ, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „საჯარო პოლიტიკის„ ეთერში განაცხადა.

სანიკიძის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჟურნალისტის არაერთი შეკითხვის მიუხედავად, კონკრეტულ სახელებს პოლიტიკოსი არ ასახელებს.

„ვიღაცები ჩუმ-ჩუმად კომპრომისზე აპირებენ ხელისუფლებასთან, რაღაც ათას მიზეზს მოიგონებენ, რომ აი, ასე ხომ უნდა ვქნათ და საჯიჯგნად არ დავტოვოთ. ჯიჯგნიან და გადაუარეს ამ ქვეყანას, ოკუპირებულია ეს ქვეყანა, რუსეთის გავლენებში ვართ უკვე…

სუსტი უნდა წავიდეს და არ უნდა უკანა კარიდან ბიძინასთან სიარული ღამ-ღამობით და მოლაპარაკებები. ვინც დადის იმას ვგულისხმობ, სახელი და გვარების დასახელებას რა აზრი აქვს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეა. შეეშვით ივანიშვილთან ღამ-ღამობით სიარულს“, – ამბობს გუბაზ სანიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g