ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ღამის შოუ“, მომღერალი ეკა კვალიაშვილი ასევე მომღერალ შვილთან, ნუკა კვალიაშვილთან და შვილიშვილთან, ალექსანდრა გელაშვილთან ერთად სტუმრობდა.
ეკა კვალიაშვილმა ისაუბრა დაგეგმილ სოლო კონცერტზე, რომელიც 23 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
23 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება
გადაცემაში სტუმრად მყოფმა დედა-შვილმა დუეტიც იმღერა, ეკა და ნუკა კვალიაშვილებმა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის სიმღერა „ცოტა კიდევ მოითმინე გულო“ შეასრულეს.
„ეკა სიმღერის დედოფალია, საოცარი ხმა აქვს“, „არაჩვეულებრივი შესრულება“, „საოცარი დედა-შვილი“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
🔸 ეკა და ნუკა კვალიაშვილი – ცოტა კიდევ მოითმინე გულო #ღამისშოუ #აქიმედია🔸 ეკა და ნუკა კვალიაშვილი – ცოტა კიდევ მოითმინე გულო #ღამისშოუ #აქიმედია
Posted by ღამის შოუ • Night Show on პარასკევი, 16 მაისი, 2025