ეკა კვალიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, როდის დაითრგუნა ყველაზე მეტად, სანამ წლების განმავლობაში დაავადებას ებრძოდა, რომელიც საბოლოოდ, არ დაუდგინდა.
„უამრავი რამ თქვეს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ვერც ერთხელ ვერ დამთრგუნეს. რაც უნდა ელაპარაკათ, მე ხომ ვიცოდი, რომ მოგონილი და შეთხზული იყო ეს ყველაფერი, რასაც ამბობდნენ. ჩემზე, როგორც მომღერალზე, ვერ მოქმედებდნენ. რას იტყოდნენ? ეკა ცუდად მღერისო? აქედან გამომდინარე, დაიწყეს მცდელობები ჩემი ავტორიტეტის დაკნინების,- ცუდი ხასიათი აქვს, ამპარტავანია, მოჩხუბარია… არ მიესალმოთ, თორემ გაგლანძღავთ და ათასი სისულელე. ვინც მიცნობს, დამეთანხმება, რომ არცერთი ეს ბრალდება არ იყო მართალი. ყველას უკვირს, საიდან მოიტანეს მსგავსი რამეო…
მახსოვს, შენს დაავადებაც თქვეს, იგონებსო…
როცა უნდათ, შენი ავტორიტეტი შელახონ, ყველაფერზე მიდიან და ყველაფერს კადრულობენ. სწორედ იმ პერიოდში ბევრი უღირსი ამოტივტივდა და ბევრიც ჩატივტივდა. მე მაინც ვერაფერი დამაკლეს, ისეთი გენეტიკა მაქვს. ძაღლი ყეფდა და ქარავანი მიდიოდაო, ხომ გაგიგიათ? იყეფონ, იყმუვლონ, მე მაინც წინ მივდივარ…“
