LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი: „დღეს გავიგე, რომ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში ისევ არსებობს ნუცა მახვილაძის სტიპენდია, რომელსაც წარმატებულ ქართველ სტუდენტებს აძლევენ, მთელი დღე მეტირება“

349
მაია ასათიანი

ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი შვილის, ნუცა მახვილაძის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

ვიდეო: „ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ – მინდა დავეხმარო ადამიანებს, რომლებიც ჩემს გზას გადიან… ორი გზა გაქვთ – ან დარჩეთ სიკვდილში, ან გადარჩეთ“ – მაია ასათიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს

როგორც მაია ასათიანი წერს, მან დღეს შეიტყო, რომ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში დღემდე გადასცემენ ნუცა მახვილაძის სტიპენდიას წარმატებულ ქართველ სტუდენტებს.

„დღეს გავიგე, რომ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში, ისევ არსებობს ნუცა მახვილაძის სტიპენდია, რომელსაც წარმატებულ ქართველ სტუდენტებს აძლევენ, მთელი დღე მეტირება, ოღონდ მგონი სიხარულის ცრემლებია ეს“, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.

მაია ასათიანი: „ხან და ხან მგონია, რომ გული გამიჩერდება…ეს მუდმივი ბრძოლაც სიცოცხლისთვის რა ძალიან რთულია!“

ცნობისათვის, მაია ასათიანის 18 წლის ქალიშვილი, ნუცა მახვილაძე 2017 წელს, მენინგოკოქცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g