2024 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე დღეს იუბილარია.
პატარა მომღერალი მეგობრებისგან და გულშემატკივრებისგან მილოცვებს იღებს. ანდრიას საჯაროდ ულოცავს დაბადების დღეს მისი დედა, შორენა აბაშიძე და შვილს ემოციურად მიმართავს.
„უკვე 12 წლის ასაკში ბევრისთვის საოცნებო ბავშვობა გაქვს, რომლის უკანაც დგას ბევრი ნერვიულობა, შრომა, უძილო ღამეები თუ გადარბენები.
მინდა, რომ შენი ცხოვრება ბევრჯერ ჰგავდეს ზღაპარს – კეთილი დასასრულით. არასოდეს დაგეკარგოს გულწრფელობა, თავმდაბლობა, ადამიანების სიყვარულისა და მადლიერების უნარი.
გილოცავ დაბადების დღეს ჩემო უფლის საჩუქარო ბიჭუნავ, ჩემო პატარა წერტილიკო, შორიდან, მაგრამ გულით და სულით მუდამ შენთან.
[P.S ანდრიას წიგნის ერთ -ერთი მთავარი ზღაპარი]“, – წერს შორენა აბაშიძე სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ვიდეოკოლაჟს, რომელიც „რანინას“ და ევროვიზიის სცენებზე ანდრიას წარმატებული გამოსვლის ეპიზოდებს აერთიანებს.
უკვე 12 წლის ასაკში ბევრისთვის საოცნებო ბავშვობა გაქვს, რომლის უკანაც დგას ბევრი ნერვიულობა, შრომა, უძილო ღამეები თუ…
Posted by Shorena Abashidze on სამშაბათი, 10 ივნისი, 2025