LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიგა კუხიანიძე: „საქართველოს გარდა, საბავშვო „ევროვიზია“ 4-ჯერ არც ერთ სხვა ქვეყანას არ მოუგია… გაოგნებული ვიყავი, ისეთი ბოროტი კომენტარები იწერებოდა…“

178
გიგა კუხიანიძე

„ევროვიზია 2024“-ის გამარჯვებულისთვის, ანდრია ფუტკარაძისთვის, ემიგრანტი დედისთვის მიძღვნილი სიმღერა გიგა კუხიანიძემ დაწერა. მისი უკვე რიგით მეოთხე სიმღერა გახდა საბავშვო „ევროვიზიის“ გამარჯვებული.

ყველა დეტალი კომპოზიტორმა და არანჟირების ავტორმა „დღის პოსტთან“ გაიხსენა:

„ანდრია უსაყვარლესი ადამიანია და იმსახურებდა გამარჯვებას. გამიხარდა, რომ პირადად მას ხვდა წილად ეს გამარჯვება. კი, გასაგებია, რომ კარგი სიმღერა უნდა დაწერო და მთელმა ჯგუფმა უნდა იმუშაოს, ჩემ გარდა სხვა ადამიანებიც მუშაობენ ამ პროექტზე და ყველას დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ პირველ რიგშია შემსრულებელი, რომელმაც მაყურებლამდე უნდა მიიტანოს ასი პროცენტით ყველაფერი.

საიდუმლო არ არის, არც გამოცდილება, რადგან გამოუცდელი ვიყავი, როცა პირველად გვხვდა 2007 წელს წარმატება. ეს არის საქმისადმი ერთგულება. მიყვარს ჩემი პროფესია და „ევროვიზია“, ამაში ვდებ დიდ ძალისხმევას და სულს და გულს. ის პერიოდი, როცა ვმუშაობ, ნორმალური არ ვარ, ჩართული ვარ ბოლომდე და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვდებ. არანაირი რეცეპტი არ არსებობს. არის გამართლება და ბედიც. როგორ დაინახავს ამას ჟიური, მაყურებელი. მე ბევრჯერ ვიყავი უფრო დარწმუნებული, რომ გავიმარჯვებდი, მაგრამ ვერ… საუკეთესო ნომრები დავდეთ და კარგი ადგილებიც ავიღეთ, ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ საამაყო ისაა, რომ ამ პროექტმა მოგვცა დიდი წარმატება, ოთხჯერ არც ერთ ქვეყანას არ გაუმარჯვია.

რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო პრობლემები მუშაობის პროცესში, კადრს მიღმა ბევრი რამ ხდება. მე დღეს ერთ პრობლემაზე ვილაპარაკებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი საზოგადოების ნაწილის – გაოგნებული ვიყავი, ისეთი კომენტარები იწერებოდა. ეს მხოლოდ წელს არ ხდება. მეც არ მომწონებია სპექტაკლი, ფილმი თუ სიმღერა. რა მოხდა, რომ ჩემი სიმღერა ვინმეს არ მოსწონს? ეს კი არა, ჯექსონის არ მოსწონთ ხოლმე, მაგრამ როცა იცი, რომ ეს უნდა წაიკითხოს ბავშვმა, რატომ ხარ ასეთი ბოროტი? მთელ ჯგუფს გვიწევს ბავშვის ფსიქიკაზე მუშაობა. ვასწავლით, რომ ცხოვრება ცუდია, უნდა გლანძღონ, შვილო, აბა, რა… და რატომ უნდა გვიწევდეს ამის თქმა… კარგი, ჩვენ მიჩვეულები ვართ ამ ყველაფერს, მაგრამ ბავშვებს მაინც აცადეთ… მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა ისჯებოდეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g