LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air Serbia-მ საქართველოში ოპერირება დაიწყო

112
Air Serbia

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ევროპულმა ავიაკომპანიამ Air Serbia დაიწყო, რომელიც  ბელგრადი-თბილისი-ბელგრადის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.

პირველი რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Air Serbia-მ 124 მგზავრი ჩამოიყვანა, ხოლო ბელგრადში თბილისიდან 130 მგზავრი გაფრინდა.

პირველი რეისის მგზავრებს შორის იყო სერბეთის ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და საქართველოსა და სომხეთში სერბეთის ელჩი ტატიანა პანაიუტოვიჩ ცვეტკოვიჩი დახვდნენ.

თბილისის აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც ავიაციისა და ტურიზმის სექტორის, ასევე ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g