LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გახარიაზე – როდესაც ასე თვითნებურად იქცევა მინისტრი, რა თქმა უნდა, უკვე ეჭვებია, რადგან ასეთ თავხედობაზე ადამიანი ადვილად არ წავიდოდა – როგორც ჩანს, აქაც მავნე იდეები და მიზნები იყო ჩადებული

111
სოფო ნიჟარაძე (2)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ქმედებაში მავნე იდეები და მიზნები იყო ჩადებული.

პაპუაშვილის თქმით, მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ეს ნაბიჯი არ იყო შეთანხმებული არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და არც მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან.

„მე, როგორც მოქალაქეს მაინტერესებს ეს საკითხი. მაშინ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მქონდა და როგორც მოქალაქე ვაკვირდებოდი ამ პროცესს. მახსოვს, მაშინ გახარია და მისი გუნდი – ქემოკლიძე და სხვა როგორ ყელყელაობდნენ, თურმე საქართველომ შეძლო და რაღაც ტერიტორიები არ დათმო და ა.შ.

მე როგორც მოქალაქემ არ ვიცოდი, რომ თურმე ტერიტორიები არ დათმო კი არა, მილიონ კვადრატზე მეტი ტერიტორია არ არის ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ. მე მაინტერესებს ეს არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ როგორც მოქალაქეს. რა მიზნებით მოქმედებდა მაშინ გახარია, როდესაც აშკარა იყო, რომ ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯებს მოჰყვებოდა კონტრნაბიჯები. მან მიიღო ის კონტრნაბიჯი, რაც ძალიან ადვილად გამოსაცნობი იყო. როგორც ახლა ირკვევა ამას აფრთხილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვის დროს, გახარიამ თავადაც დაადასტურა, რომ სუს-თან არ იყო შეთანხმებული. მან თქვა, რომ სუს-ს და სხვა სტრუქტურებს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, მიუხედავად ამისა მან ეს გადაწყვეტილება მიიღო.

როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ეს ხომ არ არის “ნავთლუღი” ან სხვა ტერიტორია, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძლება დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს.

როგორც ირკვევა, მაშინდელი პრემიერ-მინისტრისგანაც არ ჰქონდა თანხმობა. როდესაც ასე თვითნებურად იქცევა მინისტრი, რა თქმა უნდა, აქ უკვე ეჭვებია, რადგან ასეთ თავხედობაზე ადამიანი ასე ადვილად არ წავიდოდა. როგორც ჩანს, აქაც მავნე იდეები და მიზნები იყო ჩადებული, რამაც ეს ნაბიჯი გადაადგმევინა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g