LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ივლისს მარიკო კვალიაშვილის მუსიკალურ პოემაზე ,,ტატო“ ღონისძიება გაიმართება

121
9f7af701-486c-4d61-b555-ec1962ba5324

8 ივლისს საღამოს შვიდ საათზე გიწვევთ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში  კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილის უჩვეულოდ საინტერესო მუსიკალურ პოემაზე ,,ტატო“.

ეს არის სპექტაკლად ქცეული ორ მოქმედებიანი, თორმეტ სურათიანი მუსიკალური თხრობა დიდი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედისწერაზე. მოქმედება ვითარდება მე-19 საუკუნის თბილისში და შემდეგ განჯაში. სპექტაკლისთვის დაიწერა ოცდაერთი ახალი სიმღერა.  სპექტაკლში მონაწილეობს 150-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე შემსრულებელი.             

მონაწილეობენ:  ქართული საოპერო ხელოვნების წამყვანი სოლისტები, ესტრადის ვარსკვლავები, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,აფხაზეთი“, ,,აღმოსავლური ცეკვების“ შემსრულებელი, გუნდები და ანსამბლები: ,,შვიდკაცა“; ,,ჰერიო“; ,,ახალი ბანა“; ,,თბილისური კვარტეტი“; ,,პატრიარქის ნათლულთა გუნდი“;  ,,საოპერო სტუდიის კაპელა“; ,,ანსამბლ ბასიანის წევრები“., ,,ანსამბლ ,,შავნაბადას“ სოლისტები.

რეჟისორი – ანდრო ენუქიძე

მხატვარი – ვანო ჭელიძე

კონცერტმაისტერი – ლევან ჩხაიძე

წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე

დასაწყისი 19:00 საათზე; ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც TKT.GE -ზე ასევე ოპერის სალაროებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g