კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილს სოციალურ ქსელში ემოციურ და ვრცელ პოსტს უძღვნის.
„დიდი სიყვარულით, ვულოცავ დეიდა მარიკოს დაბადების დღეს. კომპოზიტორი, რომელმაც შექმნა და ქმნის საოცარ მარგალიტებს.
მუსიკოსი, რომელიც მუდამ მუსიკაშია და სულ პროცესში, შექმნის, დაბადების. ჩემთვის პირადად ის გახლავთ მაგალითი, როგორი ერთგული უნდა იყო შენი არჩეული გზის და უკომპრომისო, თუ ამ გზაზე შენთვის არასასურველი „სურათები” შემოგხვდა.
ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული ჩემს უფროს კოლეგას, რომელიც არასოდეს არ დაიტოვებს სათქმელს, ყოველთვის აღგინიშნავს და შეგაქებს სადაც ამის საჭიროებაა.
მრავალი წელი კიდევ უნდა გვახაროს თავისი შემოქმედებით, რომელიც აგერ უკვე ქართული სასიმღერო ისტორიის ნაწილია და აღნიშნული დიდი ასოებით.
მარიკო კვალიაშვილი“, – წერს ქეთი გაბისიანი.
