LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საფანტის პისტოლეტით და დანით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა“ – გორში, 20 წლის ქალის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, მის მეუღლეს ბრალდება წარუდგინეს

230
ბრალდება

გორში, ოჯახში ძალადობის და მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გორში ქმარმა ცოლი დაჭრა

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ივნისს, გორში, ბრალდებულმა საფანტის პისტოლეტით და დანით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, რომელიც დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

„სამართალდამცავებმა ბრალდებული 19 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 19-109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორია 20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გორში, სავარაუდოდ, მეუღლემ, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა – რას აცხადებენ ახლობლები

🔵 საქართველოს პროკურატურამ გორში, ოჯახში ძალადობის და მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on პარასკევი, 20 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g