LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ იტანდა, ვინმე რომ ცუდ ხასიათზე იყოო… ჰოდა დღესაც ისე იქნება შენ რომ გიყვარს მა! გაგიმარჯოს ჩემო შოთია!“ – ბუკა პეტრიაშვილი შვილის იუბილეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

602
ბუკა პეტრიაშვილი

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის შვილი შოთიკო პეტრიაშვილი დღეს 20 წლის გახდებოდა. ამის შესახებ ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მისი უმამსონესობა შოპეტია, შოთია შო 20 

კაცი ხალასი, კაცი განწყობა, კაცი ნიჭიერება, კაცი სიყვარული, კაცი უძმესი, კაცი სიხარული, კაცი ურთიერთობა! ვერ იტანდაო ვინმე რომ ცუდ ხასიათზე იყო და რას არ აკეთებდაო მოწყენილის გასახალისებლადო!

ჰოდა დღესაც ისე იქნება შენ რომ გიყვარს მა!

მე შენთან ვარ, შენ ჩემთან; ჩვენთან ყველასთან!

გაგიმარჯოს ჩემო შოთია!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g