ჯასტინ ბიბერისა და მისი მეუღლის, ჰეილი ბოლდუინის სკანდალური განშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, მედიაში 31 წლის არტისტის ახალი ვიდეო ვრცელდება. ჯასტინი კვლავ პაპარაცებს აუჯანყდა.
,,ფული, ფული, ფული – თქვენ მხოლოდ ფული გაინტერესებთ” – ჯასტინ ბიბერი პაპარაცებს დაუპირისპირდა
მომღერალმა ემოციები ვერც ამჯერად შეიკავა და ფოტოგრაფს, რომელიც მას ვიდეოს უღებდა, პირად სივრცეში უხეშ შემოჭრაში დასდო ბრალი.
„როგორ გგონია, როგორია როცა სახეში გეჩხირებიან უაზრო შეკითხვებით? გაეთრიე აქედან! მე არ ვარ ის, ვისთანაც ასე მოქცევა შეგიძლია. მე ნამდვილი მამაკაცი ვარ და შენ აქ ვინ მიგდახარ? ნუ მიკეთებ პროვოცირებას, დამანებე თავი“, – უყვიროდა ჯასტინი რეპორტიორს.
აღსანიშნავია, რომ ჯასტინის ფსიქოლოგიური მდგომარეობა სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტის, Diddy-ს დაპატიმრების შემდეგ გართულდა.
