ლორენ სანჩესმა და ჯეფ ბეზოსმა, ვენეციაში დაგეგმილი ქორწილის კვირეული შთამბეჭდავი „ქაფის წვეულებით“ გახსნეს. მათ გრანდიოზული „შოუ“ 500 მილიონ დოლარად შეფასებულ იახტაზე მოაწყვეს.
61 წლის მილიარდერმა და მისმა რჩეულმა, 55 წლის სანჩესმა, კვირას, საცურაო კოსტიუმებში, ქაფით დაფარულებმა, ხალისიანად გაატარეს დღე მეგობრებთან ერთად. ეს მოხდა ხორვატიის კუნძულ კრესთან ახლოს. წვეულება, სავარაუდოდ, ლორენის ვაჟის, ევანის, 19 წლის იუბილესაც ეძღვნებოდა.
ცნობისთვის, წყვილის ქორწილი 27 ივნისს, ვენეციაშია გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ქორწილის წინააღმდეგ ვენეციაში უკვე აქტიურად გამოდიან დემონსტრანტები, რომლებიც არხების ბლოკირებას და ცერემონიის ჩაშლას გეგმავენ.
მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა კოსმოსიდან დაბრუნებული საცოლეს კოვბოის წვეულება მოუწყო













