ნეკა დოროყაშვილი იტალიაში მოგზაურობს — ამჯერად ის იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კურორტს, პორტოფინოს ეწვია, რომელიც ცნობილია ელიტური გარემოთი.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან ხდება ცნობილი, სადაც ნეკა სხვადასხვა ვიდეოებს აზიარებს.
ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ნეკა ზღვისპირას ირუჯება და სასიამოვნო დასვენებით ტკბება.