LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის საქართველოს ევროპულ გზაზე ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გზით“ – სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს

106
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილი მიმართვას სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე დანიის ურყევი მხარდაჭერის იმედი აქვს:

„იმედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის საქართველოს ევროპულ გზაზე ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გზით. ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინც მის ღირებულებებს იცავს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისათვის, დანიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით პოლონეთისგან გადაიბარა.

როგორც Euronews-ი წერს, ახალი თავმჯდომარე ქვეყნის დღის წესრიგის ორი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოება და კონკურენტუნარიანობაა. დანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მერვედ გახდა.

⭕ დანიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით პოლონეთისგან გადაიბარა. როგორც Euronews-ი წერს, ახალი…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ორშაბათი, 30 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g