ასპინძაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ მეხანძრე-მაშველების ჯგუფები ადგილზე არიან და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. მათივე ცნობით, დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.