LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

112

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი , სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. მას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.

საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. “ვიცი, რომ აქვს შემღწევი ჭრილობა მუცლის არეში და პირდაპირ შეიყვანეს საოპერაციოში, მეტს ვერაფერს გეტყვით”, – აღნიშნა მან.

დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მვკლელობის მცდელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამძოებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g