რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა. სამი მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანა, ერთს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
ექიმების განცხადებით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა სახლში გაზგაყვანილობიდან გაჟონა.