LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრ ადამიანს დაეხმარა, მათ შორის, მეც… უმადურობა თვითმკვლელობაზე ნაკლები ცოდვა არ მგონია…“ – აჩიკო გოგიტიძე თორნიკე რიჟვაძის შესახებ

666
აჩიკო გოგიტიძე

ბათუმელი საოპერო და ესტრადის მომღერალი, აჩიკო გოგიტიძე თორნიკე რიჟვაძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ პირადად მისგან დიდი მხარდამჭერი მიიღო, როცა სასწავლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა და ასევე სმენია, როგორ ეხმარებოდა სხვა უამრავ ადამიანსაც:

„უნდა იცოცხლოთ და გააგრძელოთ თქვენს ოჯახთან ერთად ცხოვრება!!!

ძალიან ცუდი ამბავი მოხდა…

უმადურობა თვითმკლელობაზე ნაკლები ცოდვა არ მგონია !!! ამიტომ ვდებ ამ პოსტს…

ბევრ ადამიანს დაეხმარა, მათ შორის მეც, როცა ამერიკაში წავედი მაგისტრატურაში…

მაგრამ უფრო მეტი აქვს სხვებისთვის გაკეთებული, ვიდრე ჩემთვის… ღმერთმა აშოროს ყველას განურჩევლად ასეთი ტრაგედია!”

„ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს, ჩემი ფონდის ამბების დროს რომ ისე გაჩუმდნენ, თითქოს არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი ამიტომ, უნდა დავწერო ეს სტატუსი“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი თორნიკე რიჟვაძეზე

უნდა იცოცხლოთ და გააგრძელოთ თქვენს ოჯახთან ერთად ცხოვრება !!! ძალიან ცუდი ამბავი მოხდა …. უმადურობა თვითმკლელობაზე…

Posted by Achiko Gogitidze on Monday, July 7, 2025

ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

ჯანდაცვის მინისტრი რიჟვაძეზე: „ძალიან მძიმე, შოკის მომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჯანმრთელობა შენარჩუნდეს – ერთი ჭრილობაა, მხოლოდ ფილტვია დაზიანებული“

„ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმები არის სახეზე. რა თქმა უნდა, სჭირდება ინტენსიური მკურნალობა.“

უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

ლევან რატიანი: „მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე“

არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g