LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქრისტინე და ხუან ბაგრატიონის სტუმრობა ჩემი იუბილეს საუკეთესო დაგვირგვინება იყო“ – მარიამ შარმანაშვილს დაბადების დღეზე ბაგრატიონების წყვილი ესტუმრა

598
ირაკლი არაბული

ზუმბას ინსტრუქტორმა, მარიამ შარმანაშვილმა დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა. მის დაბადების დღეს უამრავი ცნობილი სახე სტუმრობდა. მათ შორის იყვნენ

პრინც ხუან ბაგრატიონი და მისი მეუღლე ქრისტინე ძიძიგური ბაგრატიონი.

მარიამმა, დაბადების დღეზე მათი სტუმრობის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ქრისტინე და ხუან ბაგრატიონის სტუმრობა ჩემი იუბილეს საუკეთესო დაგვირგვინება იყო. ჩემთვის დიდი პატივია ვიცნობდე მათ ულამაზეს ოჯახს“, – დაწერა მარიამმა ინსტაგრამზე.

„გისურვებ ყველა იმ ოცნების ასრულებას, რაც გულში გაქვს“ – როგორ აღნიშნა სოფი ლორენის შვილის, კარლო პონტის რჩეულმა დაბადების დღე

შეგახსენებთ, მალე საქართველოში მარიამისა და იტალიელი დირიჟორის, კარლო პონტის ქორწილი გაიმართება.

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟისა და მისი ქართველი რჩეულის ქორწილი 26 ივლისს არის დაგეგმილი და როგორც ცნობილია, ცერემონიას კარლოს დედა, სოფი ლორენიც დაესწრება.

magti 5g