LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცრება იყო, ასე ვაჩუქე დაახლოებით, სამი წლის სიცოცხლე…“ – თამარ კოტეტიშვილმა „იმედის“ გადაცემაში გაიხსენა, როგორ გადაარჩინა სიკვდილის პირას მყოფი ბებია

248
თამარ კოტეტიშვილი

დედა-შვილი, თამარ კოტეტიშვილი და რატი მეზვრიშვილი „იმედის“ გადაცემას „სიცრუის დეტექტორი“ სტუმრობდნენ.

მეზვრიშვილების ოჯახი მაყურებელმა „იმედის“ გადაცემიდან „მიმღერე“ გაიცნო.

ვიდეო: „ესაა ქართული დედა-შვილობა“ – თამარ კოტეტიშვილისა და რატი მეზვრიშვილის დაუვიწყარი შესრულება თბილისზე „იმედის“ ეთერში

როგორც თამარ კოტეტიშვილმა აღნიშნა, როდესაც ქუჩაში ცნობენ, სირცხვილის განცდა ეუფლება.

„უცხოა ჩემთვის… უცებ მოხდა… ერთ დღეს მაღაზიიდან გამოვედი და ისე შემხვდნენ, განსაკუთრებულად… როდესაც უცხო ადამიანები გცნობენ, ეს ბედნიერება არ არის მხოლოდ, მეტ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული“

რატი მეზვრიშვილი:

„ვცდილობ ისეთ კომუნიკაციაში შევიდე ადამიანთან, რომ არც იმას ვაგრძნობინო, რომ მე შემრცხვა და არც ის შევარცხვინო“

ამავე გადაცემაში, თამარ კოტეტიშვილმა გაიხსენა, როგორ გადაარჩინა სიკვდილის პირას მყოფი ბებია:

„პირველ კურსზე ვიყავი, ბიძაჩემმა ტირილით დარეკა, ბებია კვდებაო… წავედით, ბებიას პულსი არ ესინჯებოდა, პირველად ვნახე როგორ ტიროდნენ კაცები, მამაჩემი, ბიძაჩემი…

დიაბეტი სჭირდა… გაგონილი მქონდა, რომ 40 ერთეული ინსულინი უნდა გაუკეთო ასეთ დროს, გავხსენით მურაბა და მხოლოდ წვენი დავალევინე…

ერთ საათში ცალი თვალით გაახილა, პირველი რაც გააკეთა წაიღიღინა, სულ მღეროდა, არ მახსოვს ქალი ღიღინის გარეშე…

გავვარდი გარეთ, შემოდით, მიცვალებული ადგა-თქო, მოკლედ, საოცრება იყო, ასე ვაჩუქე დაახლოებით, სამი წლის სიცოცხლე…“

სიკვდილის პირას მყოფ ბებიას დიდი ხნის სიცოცხლე აჩუქეთ?

სიკვდილის პირას მყოფ ბებიას დიდი ხნის სიცოცხლე აჩუქეთ? #თამარკოტეტიშვილი გადაცემა სრულად | youtu.be/1DRxIeOq7js

Posted by სიცრუის დეტექტორი • Sicruis Deteqtori on სამშაბათი, 15 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g