LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედების დიდი ნაწილი საქორწინო კონტრაქტის გარეშე ქორწინებაზე უარს ამბობს – გამოკითხვა

162
Screenshot 2025-07-21 100738

ახალმა კვლევამ, რომელიც იურიდიულმა კომპანიამ Familjens Jurist-მა ჩაატარა, აჩვენა, რომ ბევრი შვედი მზად არ არის გაასერიოზულოს ურთიერთობა, თუ პარტნიორი საქორწინო ხელშეკრულების დადებაზე უარს ეტყვის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე გამოცადა განქორწინება, წერს Sveriges radio.

გამოკითხულთა დაახლოებით 17% აცხადებს, რომ ქორწინების ხელშეკრულებაზე უარი მათთვის ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდება. საინტერესოა, რომ ქალებს შორის ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია – 19%, მაშინ როცა კაცებში მხოლოდ 15%-ს შეადგენს.

იმ რესპონდენტებს შორის, ვინც უკვე განქორწინებულია, ასეთი პოზიცია კიდევ უფრო გავრცელებულია – 28%-თვის საქორწინო კონტრაქტზე უარი გადამწყვეტი ფაქტორია.

შვედეთის კანონმდებლობის მიხედვით, თუ საქორწინო ხელშეკრულება არ არსებობს, ცოლ-ქმარს შორის ქონება თანაბრად იყოფა – მათ შორის ის აქტივებიც, რომლებიც ქორწინებამდეა შეძენილი. გამონაკლისს მხოლოდ მემკვიდრეობა და საჩუქრები წარმოადგენს – ისინი პირად საკუთრებად ითვლება.

ქორწინების ხელშეკრულება კი საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს, რომელი ქონება დარჩება თითოეულ მეუღლეს განქორწინების შემთხვევაში. ყველაზე ხშირად ასეთი კონტრაქტები უძრავი ქონებისა ან ბიზნესის დასაცავად გამოიყენება.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები