კეტრინ ზეტა-ჯონსმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ გაატარა ოჯახური შვებულება მეუღლესთან, მაიკლ დუგლასთან და მათ ორ შვილთან ერთად. „უენსდეის“ 55 წლის ვარსკვლავი და 80 წლის ამერიკელი მსახიობი 2000 წლიდან არიან დაქორწინებულები და ჰყავთ ორი შვილი – 24 წლის დილანი და 21 წლის კერისი. კეტრინმა გაამხილა, რომ ის და მაიკლი შვილებთან ერთად დიდ ბრიტანეთში ბატლინსსა და ლეგოლენდში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.
„დილანი და კერისი ბატლინსში, ლეგოლენდში იყვნენ, ლონდონის ღირსშესანიშნაობები ნახეს, შოტლანდიამდე, ირლანდიამდე. მგონი, მენის კუნძულზეც კი იყვნენ“ – განაცხადა კეტრინზმა Radio Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში შვილებზე საუბრისას. მსახიობმა სოციალურ ქსელში დასვენების ამსახველი ოჯახური ფოტოებიც გააზიარა.
კეტრინმა დასძინა, რომ იგი დაჟინებით მოითხოვს, რომ შვილებმა ყოველწლიურად ორი კვირა გაატარონ მშობლიურ უელსში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა-ჯონსისი განქორწინების შესახებ, რომელიც, როგორც ჩანს, სიცრუეა.
„დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებ“ – მაიკლ დუგლასი განცხადებას ავრცელებს




