ნაომი კემპბელი ზაფხულის ცხელ დღეებს იბიცაზე ატარებს. მედიაში ფოტოები გავრცელდა, რომლებმაც კიდევ ერთხელ შოკში ჩააგდო მსოფლიო. 55 წლის ტოპ-მოდელი, როგორც ყოველთვის, იდეალურ ფორმაშია.
სანაპიროზე ნაომის ვარდისფერ და ფორთოხლისფერ ფერებში გადაწყვეტილი ბიკინი ეცვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვისთან ერთად იმყოფება 90-იანი წლების მოდის ლეგენდა იბიცაზე.
შეგახსენებთ, კემპბელი და გერმანელი DJ რამპა, რომლის ნამდვილი სახელიც გრეგორ ზუტერლინია, კვლავ ერთად არიან. ისინი ერთი თვის წინ ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე ერთად გამოჩნდნენ. წყვილი პირველად ერთად 2024 წლის აგვისტოში შენიშნეს.
როგორ აღნიშნა 55 წლის იუბილე ნაომი კემპბელმა და მომენტი, როცა მზერა ყველაფერს ამბობს
ნაომი კემპბელმა DJ რამპას კიდევ ერთი შანსი მისცა – წყვილის უახლესი გამოჩენა






