ხალხური მედიცინის, „აიურვედას“ სპეციალისტი, არუნ ხათრი თავის გამომწერებს რეკომენდაციით მიმართავს.
ხათრი თავის გამომწერებს, კურკუმას გამოყენებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მას ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.
ვიდეომიმართვაში არუნ ხათრი, კურკუმას მიღების დოზირებაზეც საუბრობს:
„კურკუმა არის ანთების საწინააღმდეგოდ პირველი საშუალება მსოფლიოში.
კურკუმა უნდა მიიღო შავ პილპილთან ერთად.
პროპორციები ასეთია:
1,5 გრამ კურკუმაში, უნდა შევურიოთ 60 მილიგრამი შავი პილპილი.
მას ითვისებს ჩვენი ორგანიზმი კარგად, ამიტომ თუ გაწუხებთ ანთებით პროცესი, ძვლების ტკივილი და დისკომფორტი, ტკივილები მოძრაობის ადგომისა და დაჯდომის დროს, აუცილებლად ჩართეთ კვებაში ორგანული კურკუმა“, – ამბობს არუნ ხათრი.