LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FSB: „უკრაინა ყირიმის ხიდზე თავდასხმას ამზადებდა, ბომბი საქართველოს გავლით გადაიტანეს“

109
ყირიმის ხიდი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) განცხადებით, „უკრაინის სპეცსამსახურებმა ყირიმის ხიდზე კიდევ ერთი აფეთქების მცდელობა აღკვეთეს”.

მათივე განცხადებით, ბომბი უკრაინაში საქართველოს გავლით წაიღეს. უფრო ზუსტად კი, ფსბ-ის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა „ჩადებული იყო „შევროლეტ ვოლტში“, რომელიც რუსეთში უკრაინიდან საქართველოს გავლით ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ჩავიდა.

ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

პუტინმა ყირიმში ტერორიზმის საფრთხის ყვითელი დონე გამოაცხადა და დაცვის გაძლიერების ბრძანება გასცა

„რუსეთი აუცილებლად უპასუხებს კიევის მიერ ორგანიზებულ თავდასხმას ყირიმის ხიდზე” – ვლადიმერ პუტინი

„რუსეთი აუცილებლად უპასუხებს კიევის მიერ ორგანიზებულ თავდასხმას ყირიმის ხიდზე” – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ იგეგმებოდა მანქანის მიწოდება კერძო გადამზიდის მიერ მართული ავტომზიდით კრასნოდარის მხარეში.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყირიმის ხიდის აფეთქება ჩვენ არ შეგვიკვეთავს” – ზელენსკი

ეჭვგარეშეა, ეს არის ტერორისტული აქტი – დაგეგმილი უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით: ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე

ფსბ-ის თანახმად, ამის შემდეგ ეს მანქანა სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცათ, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა და ყირიმში ყირიმის ხიდის გავლით შესვლის შემდეგ „უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად გადაიქცეოდა“.

ფსბ-ს განცხადებით, მათ „მოახერხეს ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და გაუვნებელყოფა“ და ასევე დააკავეს ყველა პირი, ვინც ამაში მონაწილეობდა”.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

უკრაინული მედია: ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას

მედვედევი: ყირიმის ხიდზე ტერორისტულ თავდასხმას ტერორისტების განადგურებით უნდა ვუპასუხოთ

ბულგარეთის მთავრობა – ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის ტერიტორიაზე

კახა კალაძე ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან კავშირზე – „ეს არის სრული სისულელე.. არ ვიცი, ეს რისთვის სჭირდებათ“

„მალე ყველა გაიგებს, რომ არანაირ სატვირთოს საქართველოზე არ გაუვლია” – ნადირაძე ყირიმის ხიდის აფეთქებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g