LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიმის საშუალებით რადიკალურად შეცვლილი ბრედ პიტი გადაღებებს უბრუნდება – უახლესი ფოტოები

145
page

ბრედ პიტი დედის, ჯეინ ეტტა პიტის გარდაცვალებიდან ორ კვირაში გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა.

დასევდიანებული და გადანდგურებული – ბრედ პიტი დედის გარდაცვალების შემდეგ პირველად გადაიღეს

როგორც ცნობილა, ლოს-ანჯელესში ფილმის „კლიფ ბუთის თავგადასავლის“ გადაღებები აქტიურ ფაზაშია შესული. ამჯერად 61 წლის ბრედს 70-იანების სტილის ზამშის ჟაკეტი და ნაცრისფერი ჯინსები ეცვა. მის „ლუქს“ თეთრი მძივი ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ ბრედმა კლიფ ბუთის როლისთვის იმიჯი რადიკალურად შეიცვალა, – გაიზარდა თმა და მოუშვა ულვაშები. მას გრიმის საშუალებით ყვრიმალებიც გამოწეული აქვს.

ცნობისთვის, ფილმის რეჟისორი დევიდ ფინჩერია. კინოსურათი ოსკაროსანი ფილმის,  „ერთხელ ჰოლივუდში“ „სპინოფია“.

ფოტო/ვიდეო: ყველანაირ ფორმაში იდეალური – 61 წლის ბრედ პიტის უახლესი გამოჩენა ახალი ფილმის გადაღებებზე

აჩეჩილი ქერა თმა, ულვაში და ყვითელი პერანგი – 61 წლის ბრედ პიტი ახალი ფილმის გადაღებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები