LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკანასკნელი ტაში… ოთიას ბოლო გზა სცენიდან უსასრულობაში!“ – 42 წლის ასაკში გარდაცვლილ მსახიობსა და რეჟისორს, ოთო ქათამაძეს კოლეგებმა უკანასკნელი ტაშით მიაგეს პატივი

332
ოთო ქათამაძე

42 წლის ასაკში გარდაცვლილი მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი, ოთო ქათამაძე დღეს დაკრძალეს.

რეჟისორსა და მსახიობს, რომელიც 24 აგვისტოს გარდაიცვალა კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები დაემშვიდობნენ.

უდროოდ გარდაცვლილი, უნიჭიერესი ახალგაზრდა, ბათუმის დრამატულ თეატრში იყო დასვენებული.

მის ხსოვნას კოლეგებმა უკანასკნელი ტაშით მიაგეს პატივი.

„ოთიას ბოლო გზა – სცენიდან უსასრულობაში!“ – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და თეატრიდან, სადაც გარდაცვლილ რეჟისორისა და მსახიობს პატივი მიაგეს, ვიდეოს ავრცელებს.

💔 ოთიას ბოლო გზა – სცენიდან უსასრულობაში!

Posted by Giorgi Gasviani on ხუთშაბათი, 28 აგვისტო, 2025

„როგორი რთულია უშენობა, როგორ ყველას უყვარდი – ოთია“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ყაულაშვილი.

„უკანასკნელი ტაში. ოთია 2025წ.“ – წერს ბათუმის დრამატული თეატრი და სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს ავრცელებს.

უკანასკნელი ტაში. ოთია 2025წ.

Posted by ბათუმის დრამატული თეატრი • Batumi Drama Theatre on ხუთშაბათი, 28 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g