LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტელის თეატრის გასტროლი ბათუმის დრამატულ თეატრში – 9 და 10 ივლისს მაყურებელი ოთარ ქათამაძის სპექტაკლებს – „ხანუმას“ და „ანე ფრანკის დღიურს“ იხილავს

957
ახმეტელის თეატრი

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი ბათუმის დრამატულ თეატრში
საგასტროლო ტურისთვის ემზადება – 9 და 10 ივლისს მაყურებლის წინაშე თეატრი ორ გამორჩეულ სპექტაკლს წარადგენს: ავქსენტი ცაგარელის „ხანუმას“ და ფრენსის გუდრიჩისა და ალბერტ ჰაკეტის „ანე ფრანკის დღიურს“.

როგორც ახმეტელის თეატრში აღნიშნავენ, ეს გასტროლი თეატრის დასისთვის განსაკუთრებით ემოციური და საპასუხისმგებლოა. ორივე სპექტაკლის რეჟისორი, ტრაგიკულად გარდაცვლილი ოთარ ქათამაძეა.

ბათუმელი რეჟისორის შემოქმედებითი გზა სწორედ ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე დაიწყო, ამიტომ მისი დადგმების მშობლიურ ქალაქში დაბრუნება, რეჟისორის ნათელი ხსოვნისა და მისი შემოქმედებისადმი პატივისცემის უმაღლესი გამოხატულებაა.

„ბათუმელო მაყურებელო, ოთარის მეგობრებო და გულშემატკივრებო, გელით
ბათუმის დრამატულ თეატრში. გვინდა, ეს დღეები ერთად ვაქციოთ მისი ხსოვნის,
დიდი პასუხისმგებლობისა და ნამდვილი ხელოვნების ზეიმად“, – აღნიშნავს
ახმეტელის თეატრი.

სპექტაკლების შესახებ:

„ხანუმა“ – სპექტაკლი ორ მოქმედებად. რეჟისორი ოთარ ქათამაძე მაყურებელს მე-19 საუკუნის მიწურულის ჭრელ და მრავალფეროვან ტფილისში ამოგზაურებს. კოლორიტული საქალაქო ყოფა, სახასიათო პერსონაჟები და სიყვარულის ისტორია, რომელიც ყველასთვის ნაცნობია, თეატრის სცენაზე გაცოცხლდება.

შემოქმედებითი ჯგუფი:
რეჟისორი – ოთარ ქათამაძე;
მხატვარი – ირენა ოგანჯანოვა;
კომპოზიტორი – მიკა მდინარაძე;
ქორეოგრაფები – ტატა კევლიშვილი, ნატალია ხარატიშვილი.

სპექტაკლში მონაწილეობენ: თათული ედიშერაშვილი, გიორგი გასვიანი, ნუცა თოფურია, ჯორჯი დვალიშვილი, ბექა რუხაძე, იუკა ვასაძე, დავით ასპანიძე, ნინო ციმაკურიძე, თამარ
ბეჟუაშვილი, სალომე წურწუმია, გიორგი ფირანიშვილი, გაგა მახათაძე, ლუკა ფესვიანიძე, მალხაზ მიქავა, თენგო კვაბზირიძე, ნიკოლოზ ფიცხალაური, ნიკა თეთრაძე.

„ანე ფრანკის დღიური“ – სპექტაკლი ორ მოქმედებად. ეს არის ემოციური და შემაძრწუნებელი ისტორია, რომელიც ანე ფრანკის დღიურს ეფუძნება.

„მე ანე ფრანკი მქვია… უცნაური გრძნობა მიპყრობს, როცა ვიცი, რომ ქუჩაში გასვლა არ შემიძლია, არ შემიძლია სუფთა ჰაერი ვისუნთქო“, – ეს სიტყვები გვაბრუნებს ისტორიის იმ მძიმე პერიოდში, რომელიც რეჟისორის ინტერპრეტაციით სცენაზე ახლებურად გაცოცხლდება.

შემოქმედებითი ჯგუფი:

რეჟისორი – ოთარ ქათამაძე;
მხატვარი – ირაკლი ბილისეიშვილი;
კოსტიუმების მხატვარი – მარიკა კვაჭაძე.
მონაწილეობენ: ანა ჯავახიშვილი, ოთო ჩიქობავა, გვანცა კანდელაკი, ანანო
გულედანი, ჯორჯი დვალიშვილი, ნინო ციმაკურიძე, დავით ასპანიძე, მამუკა
მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები