თუშეთში, სოფელ დართლოსკენ მიმავალ გზაზე ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
