პედიატრი, თემურ მიქელაძე DentaShop • დენტაშოპი-ის პოდკასტს სტუმრობდა.
როგორც პოდკასტის ანონსიდან ირკვევა, ცნობილი პედიატრი საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ კითხვებზე პასუხობს.
„ახლა ყველა მიდის თურქეთში, რამეს უკეთებენ განსაკუთრებულს? – არა…“
„არასოდეს არ უნდა დაიბნეს მშობელი, მშობლის დაბნევა ნიშნავს, რომ ამ გარკვეულ წუთებში, გარკვეულ ცუდ შედეგებამდეც მივდეთ…“
„ტელეფონი და გაჯეტი აუტიზმს არ იწვევს, მათ შეიძლება გამოიწვიონ ქცევის დარღვევები…“
„ბავშვს ჯობია ცოტა რაოდენობით სათამაშო ჰქონდეს და ხარისხიანი, ვიდრე უამრავი და უხარისხო. უხარისხო სათამაშომ შეიძლება ისეთი მომწამლავი ნივთიერებები გამოუშვას, რომ პრაქტიკულად ტყვიაზე უარესი შედეგი შეიძლება მივიღოთ…“
რაც შეეხება კოვიდ ვაქცინებზე დასმულ შეკითხვას, „იყო თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის“ – მიქელაძემ უპასუხა:
„გრიპი უფრო რთულად მიმდინარეობს ბავშვებში, ვიდრე კოვიდი…“
ომეგა სამზე დასმულ კითხვაზე – „რამდენად აძლიერებს ბავშვის ტვინს“ მიქელაძემ უპასუხა:
„ეს არის კატასტროფა…“
მიქელაძემ ისაუბრა თამბაქოს მოხმარების მავნე ზეგავლენაზეც:
„მამაკაცებში მწეველობა უფრო ხშირად იწვევს პროსტატის კიბოს, ვიდრე სასუნთქი სისტემის კიბოს…“