LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე: „ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გოგი ჩახუნაშვილს… ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება“

173
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აკადემიკოსის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას ეხმაურება.

პოლიციამ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავა

ამირან გამყრელიძე მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და გიორგი ჩახუნაშვილს და მის ოჯახს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გოგი ჩახუნაშვილს და მის ოჯახს. გოგი ჩახუნაშვილი და ჩახუნაშვილების დინასტია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების გამორჩეული წევრია. მის მამასთან, ბატონ სევერიანთან წლები ერთობლივი მუშაობისა მაკავშირებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მან და მისმა მეუღლემ ორი ძალიან კარგი, გამორჩეული ექიმი აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, კოტე და გოგი, რომლებიც ათეული წლებია ღირსეულად და უანგაროდ ემსახურებიან საქართველოს მოსახლეობას.

ასევე მათი შვილები კარგი ექიმები და მეცნიერები არიან, რომლებიც ასახელებენ თავიანთ ოჯახს ქვეყანაში და ქვეყანას მის გარეთ. ვერ წარმომიდგენია რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება. დარწმუნებული ვარ, სამართალი თავის გზას იპოვის!

არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მეტ ჩიხში შეიყვანს ქვეყანას.

გამოსავალი მხოლოდ ერთია, თუ გვინდა სწორი გზით წავიდეთ, ურთიერთდათმობა, კონსენსუსი და შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ ნაბიჯს ყოველთვის უფრო ძლიერი დგავს და ასეთი დღეს სახელმწიფოა. ვიმეორებ, რაც ბევრჯერ მითქვამს – უკან დახევა არ არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით ხშირად ის მეტი სიბრძნის და სტრატეგიული ხედვის საწინდარია. ამიტომ, გთხოვთ, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებებს, თავი შევიკავოთ სიტუაციის მეტი ესკალაციისგან და ერთად მოვნახოთ ამ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს“, – წერს ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

ადვოკატი: „ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი, მის სახლთან 100-მდე საპოლიციო ძალა იყო“

შეგახსენებთ, აკადემიკოსი, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი წუხელ, ღამით, საკუთარ სახლში დააკავეს. არსებული ცნობით, გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ფაქტზეა დაკავებული.

ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გოგი ჩახუნაშვილს და მის ოჯახს. გოგი ჩახუნაშვილი და ჩახუნაშვილების დინასტია საქართველოს…

Posted by Amiran Gamkrelidze on პარასკევი, 10 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g