როგორ უნდა ნაწილდებოდეს ოჯახში პასუხისმგებლობა, რას ნიშნავს ქალი ოჯახისთვის, რა არის და რით გამოიხატება „კარგი გოგოს სინდრომი“? – ამ თემაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, მარინა კაჭარავამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.
ვიდეო: რატომ არის საჭირო „არას“ თქმა – რას ამბობს ფსიქოლოგი, მარინა კაჭარავა
„თუ ადამიანს ოჯახი და გარემოცვა ცუდად ექცევა, შემდეგ ის სხვას ექცევა ცუდად“ – ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
„პირველი არხის“ ეთერში მარინა კაჭარავამ მოზარდზე ბულინგის გავლენაზე ისაუბრა.
ფსიქოლოგმა ყურადღება ოჯახში ქალის როლზე გაამახვილა:
„ქალი არის მზე ოჯახში, მზე რომ ჩაქრება, იმ ოჯახში ყველაფერი არეულ-დარეულია. ამიტომ მზეს აქვს ეს მიზიდულობა.
შესაძლებელია განა იმიტომ, რომ მეტი მოეთხოვება, იმიტომ რომ ქალს მეტი შეუძლია, ქალს ძალიან ბევრი შეუძლია იმიტომ, რომ მულტიფუნქციონალურია.
ქალს ძალიან ბევრი საქმის ერთად კეთება შეუძლია, მისი ტვინი ასეა მოწყობილი. მას შეუძლია ერთდროულად შვილსაც ქმარსაც მიხედოს, ტელევიზორში რა ხდება, მეზობელი რას ამბობს, ოჯახში როგორი მდგომარეობაა, სადილი გააკეთოს და ასე შემდეგ…
მამაკაცს აქვს ერთ ამოცანიანი ტვინი. თუ მამაკაცი ერთ ამოცანაზეა ფიქსირებული, მას უჭირს გადაერთოს სხვა რამეზე.
ამ დროს ხშირად ქალი ბრაზდება რომ „აი შენ მე არ მისმენ“, განა არ გისმენს, არ შეუძლია, რომ მოგისმინოს“, – ამბობს მარინა კაჭარავა.