ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა „რუსთავი 2“-თან ადამიანის მიერ წარმატების მიღწევის გზებზე საუბრობს და აცახდებს, რომ ამ გზაზე ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავს უნდა გაეჯიბრონ და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შექმნან.
„არასდროს გაეჯიბრო სხვას, არასდროს იფიქრო რომ ვიღაცას უნდა აჯობო. როგორც ტრასაზე რომ მიდიხარ და შენს წინ ყოველთვის იქნება მანქანა, ისეა ცხოვრებაშიც.
ყოველთვის იქნება შენზე ჭკვიანი, შენზე ლამაზი, შენზე ყოჩაღი, წარმატებული და მათთან გაჯიბრება დანერვოზების და გაბოროტების მეტს ადამიანს არაფერს არ მოუტანს.
საკუთარ თავს გავეჯიბროთ და შევქმნათ უკეთესი ვერსია“, – აცხადებს მარინა კაჭარავა.
