თურქეთმა გადაწყვიტა, რომ არ გამოუყოს ადგილები ქართველ ქომაგების სტადიონის ახლო ტერიტორიაზე მსვლელობისთვის.
როგორც Geoteam წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.
ეს ნაბიჯი იმას ნიშნავს, რომ არ იქნება წინასწარი შეკრება და მსვლელობა, რაც, როგორც წესი, ქართული გუნდის ქომაგებისთვის მატჩის წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრადიციაა.
„თურქულმა მხარემ სტადიონთან ახლოს მსვლელობისთვის ხელსაყრელი ადგილი ქართველ ქომაგებს არ გამოუყო.
ამ მიზეზით, არ იქნება მატჩისწინა შეკრება და მსვლელობა.
ამის მთავარ მიზეზად, უსაფრთხოების გარანტია დასახელდა“, – წერს Geoteam.