LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3309
მიხეილ ცაგარელი

დღის რეკომენდაციები – დღეს ზუსტი მიზნებისა და ამოცანების ფორმულირება ხელს უწყობს პარტნიორებთან სირთულეების გადალახვას. ეს პერიოდი ხელსაყრელია ახალი გეგმებისა და პროექტების დასახვისთვის, ახლობლებთან ურთიერთობის გასამყარებლად და კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის. პარნტიორულ ურთიერთობებში ჰარმონიის დამყარება სრულიად შესაძლებელია – ურთიერთგაგება და ემოციური ბალანსი თქვენს მხარეს იქნება.

ჯანმრთელობა – დღე შედეგიანია კბილების, სისხლძარღვების, თვალების და გრძნობათა ორგანოების მკურნალობისთვის. რეკომენდებულია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა და თირკმელები, ამიტომ ეცადეთ არ გაცივდეთ და მოერიდეთ გადაღლასაც. ამასთან, ყურადღება მიაქციეთ კვებას – მარილიანი კერძები, თხილი, თაფლი და სხვა ალერგიული პროდუქტები ამ დღეს სჯობს გამორიცხოთ რაციონიდან.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია სწრაფად შესასრულებელი საქმეებისათვის, სიყვარულისა და ქორწინებისათვის, მეგობრული კონტაქტებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. კარგია დღეს შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა და საიუბილეო ღონისძიებების ჩატარება. ასევე წარმატებულია დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით საქმიანობა, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შეძენა. არ არის სასურველი მოძრავი ქონებით ვაჭრობა და მანქანის სწრაფად მართვა.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთო გავლენას ახდენს ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ფირუზი – ისინი იზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი და მწვანე ტონები – ისინი აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ვერძისა და ტყუპების ნიშნებისთვის.

შედარებით რთულია თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები