აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები შეეხება ქვეყნის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას – „როსნეფტსა“ (Rosneft) და „ლუკოილს“ (Lukoil), ასევე მათ შვილობილ 34 კომპანიას.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ამ კომპანიების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარებაა. სანქციები მოიცავს ამერიკის ტერიტორიაზე არსებული მათი ყველა აქტივის გაყინვას.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება მზადაა, დამატებითი ზომების მისაღებადაც, ბევრი სხვა კომპანიის დასასანქცირებლადაც, თუ მოსკოვი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დაუყოვნებლივ არ დათანხმდება.
ეს ნაბიჯი ტრამპის პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს, რადგან მას აქამდე რუსეთისთვის უკრაინაში ომის გამო სანქციები არ დაუწესებია და ძირითადად სავაჭრო ბერკეტებს ეყრდნობოდა.
