LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატი – თბილისში, 2020 წელთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონება 57%-ით გაძვირდა

122
საცხოვრებელი ფართი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსმა (RPPI) 0.6%-ით მოიმატა (2020 წელთან შედარებით ინდექსი 57-ით არის გაზრდილი).

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საანგარიშო პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (0.5%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.2%).

თბილისის უბნების მიხედვით, ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლები ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდაზეა.

უფრო კონკრეტულად, ბინების სეგმენტში: 1 კვ.მ-ის ღირებულება მთაწმინდაზე 6767 ლარია, ვაკეში – 5896 ლარი, ჩუღურეთში – 4431 ლარი. კერძო სახლების სეგმენტში: 1 კვ.მ-ის ღირებულება მთაწმინდაზე 4780 ლარია, ვაკეში – 4511 ლარი, დიდუბეში – 3976 ლარი.

magti 5g