მისტერ და მისის ბეზოსები პაპარაცებმა მაიამში რესტორან Carbone-ში პაემანზე მიმავალნი გადაიღეს.
ლორენი და ჯეფი, როგორც ყოველთვის გლამურულად გამოიყურებოდნენ. ამ დღეს „ამაზონის“ დამფუძნებელს ყოველდღიური, თუმცა ელეგანტური სამოსი ეცვა, რასაც ვერ ვიტყვით ლორენზე. ყოფილი ჟურნალისტი პომპეზურ, მოკლე კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც „კაბარეს“ „ლუქს“ წააგავდა.
აღსანიშნავია, რომ ლორენის ჩაცმულობა ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, თუმცა როგორც ჩანს, მილიარდერი ჯეფის საყვარელი ქალი სტილის შეცვლას არ აპირებს.
ლორენ სანჩესი „ვივიენ ვესტვუდის“ მეწამული კაბით – ჯეფ ბეზოსის საყვარელი ქალის ეფექტური გამოჩენა