LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტონ მარტინის მომავალი

104
ასტონ მარტინის მომავალი

ავტომობილი შორეულ მომავალში როგორი წარმოგიდგენიათ? სრულიად ავტომატური, წყალზე ან მზეზე მომუშავე, 3D პრინტერით შექმნილი? იქნებ მფრინავი? ან უჩინარი? მომავალი შეიძლება ნებისმიერ დროდ წარმოვიდგინოთ. იქნებ ორიათასი წლის შემდეგ? ან უფრო ახლოს. მაინც როგორია მფრინავი მანქანა, არა?! მეხუთე ელემენტში როა ეგეთი? იქნებ ბლეიდ რანერიდან, ან სთარ უორზიდან… რომ მილივლივებს ერთი მანქანა ათასობით სხვა მანქანას შუა ცაში გაკიდებულ უჩინარ გზებზე

ასეთი ფიქრები ძალიან შორს წაგვიყვანს, გაღიმებულებს გვაოცნებებს და ღირებულს არაფერს მოგცემს.

მფრინავი სუპერქარებიდან დროებით დავეშვათ რეალურ გეგმებზე და შევხედოთ რას აპირებს მაგალითად ასტონ მარტინი.

ვის უკვირს რომ ასტონ მარტინი დახვეწილი და გემოვლებიანი ავტომობილებით გამოირჩევა? არც არავის. კომპანია ხერხებს იყოს მოწინავე და ახლის მაძიებელი. პროგრესის პარალელურად კომპანია ინარჩუნებს კლასიკურ და ტრადიციულ იერს.

უკვე ორ ათწლეულზე მეტია Vanquish-ი ბაზარზეა და ის სხვადასხვა ვარიაციებით ვიხილეთ, მისი კვების წყარო შთამბეჭდავი V12 იყო.

ახლა, ჰიბრიდული სუპერმანქანების ეპოქაში, ახალმა Vanquish-მა V12 უკანა ღერძზე განთავსებული 201 ცხენის ძალის მქონე ელექტრო და AMG-ის 630 ცხენის ძალის მქონე ტყუპი ტურბო 4.0 ლიტრიანი V8 ძრავებით აღჭურვა, ავტომობილი საბოლოო ჯამში 831 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

დამატებითი ოთხი ცილინდრის გარეშეც კი, ჰიბრიდული ვერსია 266 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. (შედარებისთვის წინა მოდელის V12 565 ცხენის ძალას გვაძლევს).

წინა ვერსია 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3,6 წამს ანდომებდა, ვარაუდობენ, რომ ახალი Vanquish-ი ამ დროს გადააჭარბებს, მიზეზად ალუმინის ჩარჩოს დამატება სახელდება.

ახალი Vanquish-ის მიზანი Ferrari F8-ისა და McClaren 720S-ის სიმაღლეების დაპყრობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები