10 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება ცნობილი ქართველი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის 50 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
საღამო შედგება ორი განყოფილებისგან:

პირველ ნაწილში პიანისტი შეასრულებს სოლო პროგრამას, ხოლო მეორე ნაწილში – მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს №23, ლა მაჟორი, K.488 შესრულდება, სადაც მონაწილეობენ საქართველოს სინფონიეტა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ჯგუფი.
კონცერტი წარმოადგენს განსაკუთრებულ კულტურულ მოვლენას, რომელიც აერთიანებს შემოქმედებით ბრწყინვალებას, ემოციას და კლასიკური მუსიკისადმი სიყვარულს.
საღამოს პროგრამა
I ნაწილი – სოლო:
სკარლატი – სამი სონატა
მოცარტი – სონატა №10, KV 330
შოპენი – ორი მაზური
შოპენი – ორი ვალსი
შუბერტი – ექსპრომტი Op.90 №4
II ნაწილი – ორკესტრთან ერთად:
მოცარტი – საფორტეპიანო კონცერტი №23, ლა მაჟორი, K.488
ღონისძიების ხელშემწყობები:
საქართველოს კულტურის სამინისტრო,
სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“,
შპს „სთეიჯნესთ“,
შპს „ტვ პროექტი“,
საქართველოს ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი,
საქართველოს სინფონიეტა.
