„არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვობაში წარმოქმნილი ცხიმოვანი უჯრედები არსად აღარ მიდის და შეიძლება რაოდენობრივად ვეღარასდროს შევამციროთ“, – ამის შესახებ ექიმმა და ტელეწამყვანმა, მარი მალაზონიამ „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა.
ცნობილი ტელესახე და სამედიცინო გადაცემის წამყვანი ამბობს, რომ „თეფშის მოპრიალების ტრადიცია ყოველთვის კარგი არ არის“:
„თუ ვსაუბრობთ ძირითად პრინციპზე, რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანაა, რომ ასეთი რიტმულობა, რომელიც თუნდაც გულისცემიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს, რომელიც ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში დედის გულისცემაზე ნაყოფის ბიოლოგიური საათის გასწორებას გულისხმობს ბავშვის სიცოცხლის შემდეგ ეტაპზე ისე, რომ ბავშვისთვის ეს არ იყოს მტკივნეული. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ულუფასთან დაკავშირებული ჩვენი ცდუნებების დაძლევა.
განსაკუთრებით, ბებოები და ბაბუები რომ ამბობენ, მოაპრიალეთ თეფში კარგად… კარგად ჩაპუნტულებული და ჩამრგვალებული ბავშვები – ეს ხო ჩვენთან ჯანმრთელობის სიმბოლო და სინონიმია, თუმცა არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვობაში წარმოქმნილი ცხიმოვანი უჯრედები არსად აღარ მიდის და შეიძლება რაოდენობრივად ვეღარასდროს შევამციროთ, შესაბამისად თეფშის მოპრიალების ტრადიცია ყოველთვის კარგი არ არის. ეს უნდა იყოს შესაბამისობაში ბავშვის მოთხოვნილებასთან.
რა მივირთვათ? – ეს არის ჩვენი გადაცემის ფორმულაც. ეს არის სუ ცოტა 5 ჯგუფის, სულ ცოტა 5 ფერის პროდუქტი ყოველდღიურად. კიდევ უფრო უკეთესია ცისარტყელა თეფშზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვცდილობთ მრავალი ფერი შემოვიტანოთ კვებაში, რადგან მრავალფეროვნება კვებაში გულისხმობს მრავალი სასარგებლო ნივთიერების ჩართვას. ყოველი ფერის მიღმა არის ნივთიერება, რომელიც ჩვენი და ბავშვის ჯანმრთელობაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს.
ჯგუფები, ეს არის ცილოვანი საკვები პროდუქტები, რომელშიც როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული ივარაუდება და ეს არის ბოსტნეულის მაღალი წილი. ბავშვებს არ უყვართ ხოლმე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვითამაშოთ თავიდანვე. მნიშვნელოვანია ხილის როლი, მარცვლეულ-ბურღულეული და არ დაგვავიწყდეს ბავშვების შემთხვევაში რძის ნაწარმი“, – ამბობს მარი მალაზონია.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 