ნონა გაფრინდაშვილი მესამე ადგილზე გავიდა იტალიის გალიპოლიში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორთა (+65) შორის!.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
ცნობისთვის, ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის.
ის ასევე გახლავთ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი. 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი.
ნონა გაფრინდაშვილი: „სანამ ცოცხალი ვარ, ვითამაშებ! ასაკი ხელს არ მიშლის…“
ვიდეო: „რა არის იცით? ჩემი ცხოვრება არის ჭადრაკი…მთავარია არ გაჩერდე, სანამ საშუალებას მომცემს გონება ვითამაშებ..რომ გავჩერებულიყავი, ასაკი უფრო დამეტყობოდა, მაგალითს ვაძლევ ასაკოვან ადამიანებს, იყვნენ აქტიურები იმ საქმეში, რასაც აკეთებდნენ“ – ნონა გაფრინდაშვილი
ვიდეო: “მე ისეთი დიდოსტატები დავამარცხე და ისეთი პარტიები მოვუგე, რომ ერთმა სამჯერ მომილოცა…” – ნონა გაფრინდაშვილი ვაჟ დიდოსტატებთან შეჯიბრს იხსენებს
„ფენომენი, რაც 40 წლის მანძილზე იყო: 29 წელი ჩემპიონობა.. არა მგონია განმეორდეს“ – ნონა გაფრინდაშვილი თავის მიღწევებზე