LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა არის იცით? ჩემი ცხოვრება არის ჭადრაკი…მთავარია არ გაჩერდე, სანამ საშუალებას მომცემს გონება ვითამაშებ..რომ გავჩერებულიყავი, ასაკი უფრო დამეტყობოდა, მაგალითს ვაძლევ ასაკოვან ადამიანებს, იყვნენ აქტიურები იმ საქმეში, რასაც აკეთებდნენ“ – ნონა გაფრინდაშვილი

135
BeFunky-collage (44)

ჭადრაკის დედოფალი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, ადამიანი, რომელმაც ჭადრაკის სამყაროში ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვა, 82 წლის ასაკშიც აქტიურად და იგივე შემართებით აგრძელებს საქმიანობას.

აღნიშნულის შესახებ გაფრინდაშვილმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ჭადრაკის თამაშს არასდროს შეწყვეტს.

„რა არის იცით? ჩემი ცხოვრება არის ჭადრაკი…

ერთხელ მკითხეს, საშუალება რომ გქონდეს, რომელ ასაკს დაუბრუნდებიო. არც დავვფიქრებულვარ ისე ვუთხარი არც ერთს-მეთქი. რატომო? ყველა თაობა კარგი იყო და რატომ ამოვარჩიო ერთი-მეთქი. მთავარია არ გაჩერდე. მე რომ გავჩერებულიყავი, ასაკი უფრო დამეტყობოდა.

მე ჭადრაკით დადებით ემოციებს ვიღებ, დავდივარ, ვთამაშობ, ვეტერანთა ტურნირებში ვმონაწილეობ, ღონისძიებებში…“- აღნიშნა ნონამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები