LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, მამაკაცების თვისება უნდა იყოს, რომ ქალი სასიამოვნოდ გავაოცოთ სიურპრიზებით…“ – როგორ გაუმკლავდა ამიკო ჩოხარაძე კარიერულ დაღმასვლებს

147
page

იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი ზოდიაქოსა და იმ თვისებების შესახებ საუბრობს, რაც მორიელთან საერთო აქვს.

– მორიელებს რესტარტის საოცარი უნარი აქვთ.

– ფენიქსივით ვართ. კი, ყველაფრის თავიდან დაწყების ნიჭი გვაქვს. მაგალითად, ცხოვრებაში მქონია კარიერული დაღმასვლაც, აღმასვლაც და ამ პერიოდებში ზუსტად ეს თვისება დამხმარებია. უპრობლემო არავისი ცხოვრება არაა, მათ შორის არც ჩემი, დავვარდნილვარ, მაგრამ ფერფლისგან ადგომა მომიხერხებია და წარმატებისთვის ისევ მიმიღწევია. ასეთ დროს შეიძლება, ჩემი თავის ახლებური ვერსიაც შევქმნა.

– მამაკაცი მორიელი ძალაუფლებისმოყვარეა. სხვის აზრს არ ითვალისწინებს და მხოლოდ იმას აკეთებს, რაც თავად მიაჩნია საჭიროდ. ასეა?

– არა მგონია. ესეც ზოდიაქოს კი არა, უშუალოდ პიროვნებას გააჩნია, როგორი ადამიანია. ასეთი ტერორით მოცული პიროვნება არ ვარ (იცინის). ძალაუფლება ყველა ადამიანს მოსწონს და მეც, მაგრამ მისი სწორად გამოყენებაც ვიცი, მე ასე მგონია. სხვისი აზრის გათვალისწინებაც შემიძლია.

– ძალიან აზარტული და რისკისადმი მიდრეკილია.

– ვეთანხმები. აზარტული ვარ, ოღონდ თამაშების მხრივ – არა. შეიძლება შეჯიბრებაში გამომავლინო ეს თვისება. რაც შეეხება რისკს, ბევრჯერ არა, მაგრამ როცა საჭირო იყო, გამირისკავს.

– მორიელ მამაკაცს ძალიან უყვარს ქალისთვის სიურპრიზების გაკეთება. თუ ფინანსებია საჭირო, არც ამას დაიშურებს…

– რა თქმა უნდა, ასეა. თუ ფინანსებს ეხება საქმე, არ დავიშურებ იმისთვის, რომ მანდილოსანს სიურპრიზი გავუკეთო. თუ მინდა, ყვავილები ვაჩუქო, მთებში ნამდვილად არ გავიქცევი დასაკრეფად, ვიცი, რომ სადღაც ახლოს შევიძენ ლამაზ თაიგულს. თუ რამე გასაკეთებელია და არა შესაძენი, მაქსიმალურად შევეცდები, რომ ამითაც გავაოცო. ვფიქრობ, რომ მხოლოდ მორიელების არა, მამაკაცების თვისება უნდა იყოს, რომ ქალი სასიამოვნოდ გავაოცოთ სიურპრიზებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g