LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი შემოქმედების 99% ნანას ლექსებია…კრებული მაქვს სახლში და ჩემთვის სამაგიდო წიგნებია“ – ეკა კვალიაშვილი „იმედის“ ეთერში ნანა ცინცაძეზე საუბრობს

122
2025-11-07_01-17-13_714412

გადაცემაში „სხვა რაკურსი“ პოეტის, ნანა ცინცაძის საღამო გაიმართა, სადაც მიწვეულნი იყვნენ მომღერლები, რომლებიც მის ლექსებს სიმღერებად აქცევენ.

ეკა კვალიაშვილი საუბრობს, რომ მთელი მისი შემოქმედების 99% სწორედ ნანა ცინცაძის ლექსებია.

„ნანას ლექსებზე ვმღერი რაც შეგნებული შემოქმედებითი ცხოვრება დავიწყე. ბავშვობიდან ვმღეროდი, ხან ცნობილ კომპოზიტორებს, ხან ვის, ხან ვის, მაგრამ როდესაც ჩემი საკუთარი სიმღერების შესრულება დავიწყე, 99% ჩემი შემოქმედების არის ნანას ლექსები.

ნანას ლექსების კრებული მაქვს სახლში და ჩემთვის სამაგიდო წიგნებია იმდენად მიყვარს მისი შემოქმედება. მამაჩემსაც ძალიან უყვარდა ნანას შემოქმედება“, – ამბობს ეკა კვალიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g