მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში გვიზიარებს ფოტოებს, თუ როგორ დაიკლო სწორი კვებით წონაში. როგორც ნინი შერმადინი წერს, სტიმული 21 ნოემბერს დაგეგმილმა პირველმა სოლო კონცერტმა მისცა, რომელიც ფილადელფიაში გაიმართება.
„ზუსტად სამი წელი ვეჭიდავე საკუთარ თავს, ჯერ ეს არაა საბოლოო შედეგი, მაგრამ მალე მივალ 👌 ხო ბარიატრია არ გეგონოთ, სწორი კვების დამსახურებაა. (სწორად რო ვაკეთებდე ალბათ უკეთესი შედეგი მექნებოდა) 😝 იმდენი მეძახეს დედალი შრეკი სანამ არ გავბოროტდი. კიდე გამაკრიტიკეთ ხოლმე, დადებითად მოქმედებს. ❤️
სტიმული ძალიან ბევრს ნიშნავს, ხოდა ეს სტიმულია 21 ნოემბერი, ჩემი პირველი სოლო კონცერტი, სადაც მხოლოდ საკუთარი შემოქმედებიდან შევასრულებ სიმღერებს და გაიცნობთ ნამდვილ ნინის, არა როგორც მომღერალს, არამედ სიმღერების ავტორსაც.
ხოდა გელოდებით ყველას 21 ნოემბერს ფილადელფიაში. ძალიან ბევრი მაგარი რამ მოგიმზადეთ ❤️👌 დაიმახსოვრეთ, მთავარია მონდომება, თორე შეუძლებელი არაფერია. 👌😉❤️“, – წერს ნინი შერმადინი.
