მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი რამდენიმე დღის წინ მამა გახდა.
მას და მის მეორე ნახევარს, თათია ერქვანიძეს გოგონა შეეძინათ, რომელსაც კესანე დაარქვეს.
ნოდიკომ ამ სასიხარულო ამბის შემდეგ, პირველი კომენტარი პორტალ „ზმნასთან“ გააკეთა და აღნიშნა, რომ თავის რჩეულთან ორწლიანი ურთიერთობა კესანემ დააგვირგვინა.
„დავრწმუნდი, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე და თათია სიხარულისგან გადარეულები ვართ. ენით აღუწერელი წუთები გამოვიარეთ ორივემ, როცა ჩვენი კესანე დავინახეთ.
საოცარი გოგოა ჩემი თათია, თბილი, კეთილი, დაფოფინებს კესანეს.
ძალიან დიდხანს ვმალეთ ჩვენი ურთიერთობა და გამოგვივიდა კიდეც.
პრაქტიკულად ოჯახის წევრებმა და ძალიან ვიწრო წრემ იცოდა ჩვენი ამბავი და ვაფასებთ მათ ერთგულებას, რომ არ გათქვეს ჩვენი საიდუმლო.
თქვენი პორტალის საშუალებით, თითოეულ ადამიანს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა მოლოცვისთვის და ჩვენი ბედნიერების გაზიარებისთვის.
ჩემ კესანეს და ყველა ბავშვს ვუსურვებ ბედნიერ, გაბრწყინებულ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოში ცხოვრებას!“, – ამბობს მომღერალი.
ვრცლად ინტერვიუ იხილეთ.
ფოტო: ვინ არის ნოდიკო ტატიშვილის რჩეული, ვისგანაც ქალიშვილი შეეძინა
ფოტო: „კესანე“ – რა კადრებს გვიზიარებს ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც ახლახანს მამა გახდა
